
ხშირად დასმული კითხვები
კითხვა: გადაბმულად რამდენი საათი შეგიძლიათ თარგმანი?
პასუხი: შემიძლია დღეში სინქრონულად 8 საათი ვთარგმნო, თუ დაახლოებით ყოველ 90 წუთში მცირე 5-10 წუთიანი შესვენებების საშუალება მექნება.
კითხვა: რომელ ენებს ფლობთ?
პასუხი: ინგლისური, გერმანული, რუმინული და რუსული.
კითხვა: ძირითადად, მეწყვილესთან ერთად მუშაობთ თუ მარტო?
პასუხი: მარტო.
კითხვა: რომელ ღონისძიებებს გამოარჩევდით თქვენი გამოცდილებიდან?
პასუხი: სამთავრობო უმაღლესი რანგის შეხვედრებს მოლდოვის რეპუბლიკისა და რუმინეთის მთავრობებთან, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობასა და “სინედოკ თბილისის” ფესტივალს.
კითხვა: წინასწარ რაიმე მასალა უნდა მოგაწოდოთ?
პასუხი: თუ ამის საშუალება არსებობს, ეს იდეალურია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჩემთვის დღის განრიგიც საკმარისია.
კითხვა: რა არის თანმიმდევრული თარგმანი? არ ვიცი და თუ შეიძლება, ამიხსენით.
პასუხი: თანმიმდევრული თარგმანი არის, როდესაც მოსაუბრე რამდენიმე წინადადების ან დაახლოებით 2 წუთის შემდგომ პაუზებს აკეთებს, რათა თარჯიმანმა თარგმნოს მისი ნათქვამი. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ მოსაუბრეს 5 წუთი უგრძელდება. ჩემთვის არც ესაა განსაკუთრებული პრობლემა.
კითხვა: წინასწარ რაიმე მასალა უნდა მოგაწოდოთ?
პასუხი: თუ ამის საშუალება არსებობს, ეს იდეალურია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჩემთვის დღის განრიგიც საკმარისია.
კითხვა: რომელ პროგრამებს აქვს სინქრონული თარგმანის ფუნქცია?
პასუხი: ასეთი მრავალი პროგრამა არსებობს, თუმცა, ყველაზე ცნობილი პროგრამებიდან Zoom-ს და Microsoft Teams-ს გამოვარჩევდი.
კითხვა: ონლაინ სინქრონული თარგმანის კუთხით თუ გაქვთ გამოცდილება?
პასუხი: დიახ, ამ ონლაინ სინქრონული თარგმანის ფუნქციას 2019 წლის დეკემბრიდან აქტიურად ვიყენებ.
კითხვა: ჩინურ ან ტაჯიკურ ენებზე თარგმნით?
პასუხი: ჯერჯერობით, არა.
კითხვა: უცხოელ შეყვარებულთან მიმოწერას მითარგმნით?
პასუხი: დავფიქრდები.