ჩემ შესახებ
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ერთდროულად ძალიან ბევრი სფერო აინტერესებს?
ჰო, მეც ეს დილემა მაწუხებდა, უცხო ენები ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის განხრით მივიღე.
მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ 5 წელი აუდიტის, ეკონომიკისა და ადამიანური რესურსების მიმართულებით ვიმუშავე, მაგრამ გვერდზე დამრჩა ინტერესის სხვა სფეროები: ფსიქოლოგია, კინემატოგრაფია, მოგზაურობა, მხატვრული ლიტერატურა…
საგონებელში ჩავვარდი…

თუმცა, გონების დაძაბვამ შედეგი გამოიღო და გამოსავალი მალევე ვიპოვე: თარგმანი! თარგმანი ყველაფერს მოიცავს, რაც მაინტერესებს, შემიძლია თან ვიმოგზაურო, თან ვთარგმნო, ვიკითხო, ვწერო და თავისუფლებაც შევინარჩუნო.
ეს იყო 2017 წლის ივლისში. მას შემდეგ 300-ზე მეტი ღონისძიება და 4 რომანი ვთარგმნე;
და როგორც იქნა, მივხვდი: თარგმანი და განსაკუთრებით სინქრონული თარგმანი არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, მსიამოვნებს და ამიტომ ძალიან კარგადაც გამომდის.
ბოლოს, აი, ამ დონემდე მივედი და ცოტა სიგიჟის ზღვარზეც ვარ: